STV
ექსკლუზივი

ექსკლუზივი: წუხელ სენაკში მეუფე საბას ოჯახი დააყაჩაღეს

  • წუხელ გვიან ღამით, სენაკის მუნიციპალიტეტში ხონისა და სამტრედიის ეპისკოპოსის, მეუფე საბას (გიგიბერია) ოჯახი ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა დააყაჩაღეს. წინასწარი ინფორმაციით, წაღებულია თანხა ას ლარამდე და მობილური ტელეფონები.

დაყაჩაღების მომენტში სახლში არ იმყოფებოდა თავად მეუფე საბა. ის ეპარქიაში იყო და ამის შესახებ მოგვიანებით გაიგო. ცნობილი ხდება ასევე, რომ დაყაჩაღებაში სამი ნიღბიანი მამაკაცი მონაწილეობდა.

შსს-ში აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

Related posts

ვის განიხილავს “ნაციონალური მოძრაობა” სამეგრელოს მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებად?

რედაქტორი

ზუგდიდიდან ქუთაისში საფრანგეთიდან ჩამოსული მამაკაცი რეანომობილით გადაიყვანეს

რედაქტორი

ქართველი ემიგრანტის ცხედარი, რომელიც იტალიიდან ზუგდიდში უნდა ჩამოესვენებინათ თვითვმრინავში არ აღმოჩნდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი