ყვითელი

ვირტუალური მაკიაჟის გაკეთებას მალე facebook შემოგვთავაზებს

მსოფლიოში ცნობილი კოსმეტიკის კომპანია L’Oreal-ი Facebook-თან თანამშრობლობას იწყებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მალე სოცქსელის მომხმარებლები ცნობილი კომპანიების კოსმეტიკური მაკიაჟის გაკეთებას ვირტუალურად შეძლებენ. ამის შესახებ The Star-ი წერს.

ამისთვის ფრანგული კომპანია ძალებს ხელოვნური ინტელექტის კომპანიასთან აერთიანებს. შედეგად Facebook-ის მომხმარებელს სოცქსელი ფოტოს გამოქვეყნებისას Modiface-ის მეშვეობით მის რედაქტირებას შესთავაზებს.

„მოუთმენლად ველით Facebook-თან თანამშრომლობას და ამ გზით სოცქსელის მომხმარებლების მოთხოვნილების მაქსიმალურად დაკმაყოფილებას“, – აცხადებს L’Oreal-ის ციფრული დიზაინერი.

მანამდე, მიმდინარე წელს L’Oreal-მა Modiface-ი შეიძინა.

Related posts

დემნა გვასალიამ „ბოლო ზარის“ პერანგი წარადგინა

“კმარას” მაისურები დემნა გვასალიასგან უკვე გაყიდვაში ჩაეშვა

საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი ლელა წურწუმია შესანიშნავ ფორმაშია

დატოვე კომენტარი