STV
ექსკლუზივი

ვის განიხილავს “ნაციონალური მოძრაობა” სამეგრელოს მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებად?

  • ოპოზიციური პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე მსჯელობენ. რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერი საკუთარ თავს მაჟორიტარულ ოლქებში უკვე მოიაზრებს. თუმცა ვინ იბრძოლებს რეგიონებში მაჟორიტარულ ოლქებში ამაზე დავა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

როგორც ოპოზიციური პატრიების წარმომადგენლები აღნიშნავენ, “ნაციონალურ მოძრაობაში” სურთ 22 მაჟორიტარულ ოლქში სწორედ მათმა კანდიდატებმა იბრძოლონ, რაც დისკუსიის საგანი გახდა.

რაც შეეხება სამეგრელოს რეგიონს. როგორც STV.GE-მ მოიპოვა ინფორმაცია, აქ შესაძლოა ძველი სახეები ისევ ვიხილოთ. მაგალითად, აბაშა-მარტვილი-ჩხოროწყუ-წალენჯიხის მაჟორიტარულ ოლქში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს, ალექსანდრე მოწერელიას შესაძლოა ისევ და ისევ ყოფილი გუბერნატორი, ზაზა გოროზია დაუპირისპირდეს. ინფორმაციას ამის შესახებ STV-ს საკუთარი წყარო აძლევს, თუმცა ოფიციალურად არავინ ადასტურებს.

“ჯერ კიდევ ადრეა ამაზე საუბარი. შეიძლება განიხილებოდეს კიდევაც, თუმცა ასეთი განხილვები შესაძლოა მილიონჯერ შეიცვალოს”-ამბობენ “ნაციონალურ მოძრაობაში”.

რაც შეეხება სამეგრელოში მეორე საარჩევნო ოლქს, ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარულ ოლქში ბიზნესმენ და მოქმედ პარლამენტარს, ირაკლი ხახუბიას ოპოზიციური სპექტრიდან შესაძლოა ყოფილი პროკურორი და “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, მურთაზ ზოდელავა დაუპირისპირდეს.

ერთადერთი ოლქი, სადაც ჯერ განხილვებიც კი არ ყოფილა, ზუგდიდია. აქ ოპოზიციას ჯერ სავარაუდო კანდიდატიც არ ჰყავს. იყო საუბარი იმზ=აზე, რომ შესაძლოა ისევ სანდრა რულოვსი ვიხილოთ მებრძოლთა” რიგებში, თუმცა ამ ინფორმაციას თავად “ნაციონალურ მოძრაობაშიც” კატეგორიულად უარყოფენ.

Related posts

ექსკლუზივი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტს მალე ახალი ვიცე-მერი ეყოლება

რედაქტორი

“ღამის საათებში ხელყუმბარა და მოლოტოვის კოქტეილი შემოგვიგდეს”-რა მოხდა ზუგდიდში 2003 წელს?!

რედაქტორი

ექსკლუზივი: სამეგრელოს ვიცე გუბერნატორი თანამდებობას ტოვებს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი