ახალი ამბები

ზელენსკის ცოლს კორონავირუსი დაუდგინდა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცოლს ელენა ზელენსკაიას კორონავირუსი დაუდგინდა, ამის შესახებ უკრაინული გამოცემა unian.net წერს.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველი ლედი თავს კარგად გრძნობს და ვირუსის არცერთი სიმპტომი არ აღენიშნება. ელენა ზელენსკაიას ამბულატორიული მკურნალობა უტარდება და ოჯახის სხვა წევრებისგან იზოლირებულია.

ტესტირება ჩაუტარდათ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მათ შვილებსაც, ტესტების პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.

Related posts

პროკურორი – ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გავრცელებული აუდიოჩანაწერი ავთენტურია

ამირან გამყრელიძე: ფიზიკური დისტანცირების ღონისძიებები გამკაცრდეს, მათ შორის სავაჭრო ობიექტებში

რედაქტორი

საქართველოში შედარებით აგრილდება

დატოვე კომენტარი