კულტურა

ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, დრამატული სტუდია ‘’შთამომავლები’’ მაყურებლის წინაშე კიდევ ერთი სპექტაკლის პრემიერით წარსდგა

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, დრამატული სტუდია ‘’შთამომავლები’’ მაყურებლის წინაშე კიდევ ერთი სპექტაკლის პრემიერით წარსდგა.

ამჯერად, ნორჩმა მსახიობებმა, სცენაზე ფრანგი მწერლის ანტუან დე სენტ ეგზიუპერის ყველაზე ცნობილი და პოპულარული ნაწარმოები –“პატარა უფლისწული” გააცოცხლეს და მაყურებელი ბავშვობის ფერად წლებში ამოგზაურეს.

პრემიერამ სრული ანშლაგით ჩაიარა, სპექტაკლის მთავარი გზავნილი, ავტორისეული ფრაზა “მხოლოდ გული ხედავს კარგად, თვალს არ შეუძლია დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი”, მაყურებელმა მქუხარე აპლოდისმენტებით შეაფასა.

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი – ნონა ტოტოჩავა, ქორეოგრაფი-გიორგი ქობალია.

Related posts

პრინცესა მატილდა მიურატის ნამუშევრების გამოფენა ხვალ გაიმართება

რედაქტორი

მომღერალი ოთო ნემსაძე სამეგრელოში ახალ კლიპს იღებს

რედაქტორი

9 აპრილისადმი მიძღვნილი კვირეული, სენაკში, გალა-კონცერტით დასრულდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი