რეგიონი

ზუგდიდელი ბიზნესმენი ელისო კილაძეს: რამხელა ჭორის ნიჭი ქონია ამ ქალს

ბიზნესმენი ხვიჩა ბარამია ელისო კილაძეს ტყუილში ამხელს და წერს, რომ ჟურნალისტი ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, თითქოს ზუგდიდის მერობის კანდიდატის მამუკა წოწერიას წარდგენის სადღეგრძელო მან ნიჩბით შესვა.

ხვიჩა ბარამია კილაძეს ურჩევს ვიდეოს სრული ვერსია დადოს, სადაც არა თუ მამუკა წოწოერიას არამედ მშენებლებს ადღეგრძელებს და წერს, რომ მშენებლების დალოცვის დროს ეს ტრადიცია აქვს.

,,ყველა ვინც მიცნობთ (და ეს ხალხი იმაზე მეტია ვიდრე ვიღაც ცრუპენტელა კილაძის მკითხველი), იცის რომ განსხვავებული სადღეგრძელოები მიყვარს და ამ განსხვავებულით მშენებლებს ვლოცავ ხოლმე, სამშენებლო საქმეს ვემსახურები და ასე გადავწყვიტე, მაპატიოს ელისომ რომ არ შევუთანხმე ისე რამხელა ჭორის ნიჭი ქონია ამ ქალს – გაქანებაც ამას ქვია ევრობილდის გახსნაზე, მიწვეული ვიყავი, კოლექტივი ვადღეგრძელე, წოწერია არც კი მიხსენებია და ის ნაწილი მოუჭრიათ, სადაც ვადღეგრძელებ ამ კომპანიის უმაგრეს თანამშრომლებს.

ისე ელისოს გადაეცით, წოწერიას გამარჯვების სადღეგრძელოს ზუგდიელები 2 ოქტომბერს დავლევთ. ჭახ ელო “ – წერს ხვიჩა ბარამია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Related posts

გიორგი შენგელია: „ოპონენტებთან მიმართებაში დიდი უპირატესობით ვსარგებლობთ“

რედაქტორი

ფოთში, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის თანამშრომელი დააკავეს

რედაქტორი

ფოთში მდინარე კაპარჭას გაწმენდით სამუშაოების მიმდინარეობას სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო [ვიდეო]

რედაქტორი

დატოვე კომენტარი