STV
სპორტი

ზუგდიდელი ლუკა მიქაია საქართველოს ნაკრების U19-ის შემადგენლობაში გამოიძახეს

ლუკა მიქაია, რომელიც 2001 წელსაა დაბადებული. ახალგაზრდა მეკარე 2018-19 წლებში ქუთაისის “ტორპედოში” თამაშობდა, ახლახან კი ფამაგუსტის “ანორთოსისში” მიიწვიეს.

მიქაია ზუგდიდელია. 2017 წლის 19 სექტემბერს მასზე პირველად გამოჩნდა ინფორმაცია “ტორპედოს” ვებგვერდზე, რომელიც გვამცნობდა – “ქუთაისურ გუნდში პირველად ივარჯიშა 16 წლის მეკარემ”.

თუმცა, მთავარ გუნდში მოგვიანებით დააწინაურეს – 2019 წლის 21 თებერვალს “ტორპედომ” სამი ახალწვეული წარადგინა და მათ შორის მიქაიაც იყო. მაშინდელ ინფორმაციაში ვკითხულობთ:

“ქუთაისელთა სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, 17 წლის მეკარემ ორი წლით გააფორმა “ტორპედოსთან” პროფესიული კონტრაქტი. ლუკა ეროვნულ ლიგაში წლეულს “ტორპედოს” განაცხადში ერთხელ მოხვდა, შარშან – სამჯერ, თუმცა არ უთამაშია”.

ლუკას გვარი პირველი გუნდის ოქმში 2018 წლის 18 ოქტომბერს მოხვდა: ეროვნული ლიგის 21-ე ტურის გადადებულ შეხვედრაში “ტორპედომ” “რამაზ შენგელიაზე” თბილისის “ლოკომოტივი” 3:1 დაამარცხა. კახა ჩხეტიანმა 17 წლის ლუკა მიქაია განაცხადში შეიყვანა. მაშინ ცნობილი ის იყო რომ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც მიქაიამ რეგიონული ლიგის გათამაშებაში “ტორპედო 2-ის” მაისურით “ეგრისთან” შეხვედრაში უკანასკნელ წუთზე პენალტი მოიგერია.

Related posts

საფეხბურთო გუნდის – ,,ქუჯის’’ წევრებს ახალი სპორტული ფორმები გადაეცათ

რედაქტორი

ზუგდიდელი, სამგზის მსოფლიო ჩემპიონი მორიგი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება

რედაქტორი

,,ეგრისელთა” წარმატებული მატჩი ,,სპაერთან”

რედაქტორი

დატოვე კომენტარი