ექსკლუზივი

ზუგდიდში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნილია

  • გუშინ ღამით ზუგდიდიდში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნილია. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტომ STV NEWS-ს ექსკლუზიურად აცნობა. აღნიშნულთან დაკავშირებით ორი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, რომლებიც წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილნი.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში არსებული ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. ბოროტმოქმედებმა თანხა წაიღეს, სხვისი ავტომობილი გაიტაცეს და ბოლოს ავტომობილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩაშონაში დატოვეს.

ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით გუშინვე დაიწყო. ამ დრომდე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

Related posts

ზუგდიდში ქალმა იმშობიარა და ჩვილის ცხედარი მამას საიდუმლოდ დაამარხინა

რედაქტორი

გეგა შენგელია – ჩემი აქ მოსვლა არჩევნებს არ უკავშირდება, მეგობართან მქონდა შეხვედრა

ექსკლუზივი: უკრაინაში ქართველი ბიზნესმენი ირაკლი საბულუა გაიტაცეს

დატოვე კომენტარი