STV
კულტურა

ზუგდიდის დრამატული თეატრი დიდი პრემიერისთვის ემზადება [ვიდეო]

ზუგდიდის შ.დადიანის სახელობის პროფესიული, სახელმწიფო-დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება. პრემიერაზე წარმოდგენილი იქნება ახალგაზრდა დრამატურგის, ალექსი ჩიღვინაძის პიესა „უხერხემლო“.

პიესა მოგვითხრობს ოჯახისა და საზოგადოების გულგრილ დამოკიდებულებაზე განსხვავებული ადამიანების მიმართ. ოჯახისგან და საზოგადოებისგან გარიყული ელა გარდაიცვალა. მშობლებს – მართას და მამიას ისღა დარჩენიათ, სოფლის მაცხოვრებლებისგან მალულად, ნაჩქარევად დაკრძალონ შვილი. სამძიმარზე მოულოდნელად ჩამოდიან ელას მეგობრები.

ზუგდიდის დრამატული თეატრი დიდი პრემიერისთვის ემზადება

ზუგდიდის შ.დადიანის სახელობის პროფესიული, სახელმწიფო-დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება. პრემიერაზე წარმოდგენილი იქნება ახალგაზრდა დრამატურგის, ალექსი ჩიღვინაძის პიესა „უხერხემლო“. პიესა მოგვითხრობს ოჯახისა და საზოგადოების გულგრილ დამოკიდებულებაზე განსხვავებული ადამიანების მიმართ. ოჯახისგან და საზოგადოებისგან გარიყული ელა გარდაიცვალა. მშობლებს – მართას და მამიას ისღა დარჩენიათ, სოფლის მაცხოვრებლებისგან მალულად, ნაჩქარევად დაკრძალონ შვილი. სამძიმარზე მოულოდნელად ჩამოდიან ელას მეგობრები.“ზღვაზე მინდოდა რომ წამეყვანა ბავშვობაში, მაგრამ ფული ვერ შევაგროვეთ. არადა აქვეა, ყურის ძირში. რა უნდა, ფეხით ჩახვალ რომ მოინდომო. რამდენი წლის იყო ნეტავ პირველად რომ ნახა ზღვა?“-ამბობს პიესის მთავარი გმირი, გარდაცვლილის მამა მამია.სპექტაკლს ზუგდიდის თეატრის სცენაზე ახალგაზრდა რეჟისორი, დავით თურქიაშვილმა დადგა. სპექტაკლში მონაწილეობენ ზუგდიდელი მსახიობები – მარინა დარასელია, სესე მიქავა, სალომე ბუღაძე და მოწვეული მსახიობი – ოთო აშკარელი.სპექტაკლის პრემიერა შედგება 18-19 თებერვალს, 19:00 საათზე.მისამართი: ზუგდიდი,რუსთაველის ქ.№95 (რაიონის ყოფილი კულტურის სახლი).

Gepostet von STV.GE სამეგრელო am Samstag, 15. Februar 2020

“ზღვაზე მინდოდა რომ წამეყვანა ბავშვობაში, მაგრამ ფული ვერ შევაგროვეთ. არადა აქვეა, ყურის ძირში. რა უნდა, ფეხით ჩახვალ რომ მოინდომო. რამდენი წლის იყო ნეტავ პირველად რომ ნახა ზღვა?“-ამბობს პიესის მთავარი გმირი, გარდაცვლილის მამა მამია.

” სიკვდილსაც აფრთხობ ხომ ხედავ მამია. მიცავ! ერთი ჩვენი
შვილი ვერ დავიცავით…ვერავისგან. მიყურე ახლა. წადი, ჩამოიბანე ეგ ტალახი და ჩაიცვი ის შავი პერანგი, რაც გაგიუთოვე. მე დავაწყობ ამ ყვავილებს!”-ამბობს შვილმკვდარი დედა, მართა.

სპექტაკლი ზუგდიდის თეატრის სცენაზე ახალგაზრდა რეჟისორმა, დავით თურქიაშვილმა დადგა. სპექტაკლში მონაწილეობენ ზუგდიდელი მსახიობები – მარინა დარასელია, სესე მიქავა, სალომე ბუღაძე და მოწვეული მსახიობი – ოთო აშკარელი.

სპექტაკლის პრემიერა შედგება 18-19 თებერვალს, 19:00 საათზე.

მისამართი: ზუგდიდი,რუსთაველის ქ.№95 (რაიონის ყოფილი კულტურის სახლი).

Related posts

სენაკში, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნის საღამო გაიმართა

რედაქტორი

დიზაინერი სოფია ხარჩილავა ზუგდიდში ბოლო ჩვენებას ხვალ გამართავს

რედაქტორი

სალხინოს სასახლის კამერატა დაიხურა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი