STV
კულტურა

ზუგდიდის თეატრის სპექტაკლის პრემიერა ბოტანიკურ ბაღში, ღია ცის ქვეშ გაიმართა

  • სამთვიანი პაუზის შემდეგ, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი მაყურებლის წინაშე სპექტაკლის პრემიერით წარსდგა.

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, ღია ცის ქვეშ, რეგულაციების დაცვით, რეჟისორმა ელენე მაცხონაშვილმა გიორგი ლეონიძის „მარიტა“ წარუდგინა მაყურებელს.

სპექტაკლის მხატვარი და მუსიკალური გაფორმების ავტორი ელენე მაცხონაშვილია, ხოლო თოჯინების ავტორი ვახო ქორიძე.

რეჟისორის თქმით, სპექტაკლი ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის ერთნაირად ამაღელვებელი და სევდის მომგვრელია.

აგვისტოს დასაწყისში „მარიტას“ ანაკლიის ამფითეატრი უმასპინძლებს, რომლითაც თეატრი 152-ე სეზონს დახურავს.

სექტემბერში ახალ სეზონს ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი ორი პრემიერით დაიწყებს.

Related posts

დიზაინერი სოფია ხარჩილავა ზუგდიდში ბოლო ჩვენებას ხვალ გამართავს

რედაქტორი

„ცოცხალი წიგნები“ – ხობში ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ქართველ მწერლებთან შეხვედრა გაიმართა

რედაქტორი

სენაკში ჯემალ აჯიაშვილის 75 წლისთავთან დაკავშირებით საიუბილეო კვირეული გაიმართება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი