კულტურა

ზუგდიდის თეატრი 17 მარტამდე დაგეგმილ წარმოდგენებს აუქმებს

კორონავირუსთან დაკავშირებით, პრევენციის მიზნით ზუგდიდის სახელმწიფო-დრამატული თეატრი დროებით წყვეტს მუშაობას. ამის შესახებ თეატრის ადმინისტრაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ახალ ვირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით,საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ღონისძიებების გაუქმების შესახებ, პრევენციის მიზნით ზუგდიდის დადიანის თეატრში დაგეგმილი წარმოდგენები დროებით შეჩერებულია – 16 მარტამდე .

აღნიშნულ პერიოდში ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები.

თეატრი არ წყვეტს მუშაობას ,17 მარტიდან ახალი პრემიერით შევხვდებით ერთმანეთს

“#არაპანიკას
#გისურვებთჯანმრთელობას “-ნათქვამია ზუგდიდის თეატრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Related posts

ქართული ხალხური და საეკლესიო მუსიკა – “შავნაბადამ” დანიის სამეფოში კონცერტი გამართა

რედაქტორი

პრინცესა მატილდა მიურატის ნამუშევრების გამოფენა ხვალ გაიმართება

რედაქტორი

სენაკელმა თეატრალებმა სეზონი სპექტაკლით “მაცეკვე ტანგო” დახურეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი