რეგიონი

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი გაბედავამ საოლქო პროკურატურასთან აქცია გამართა

  • “ქართული მარშის” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი გაბედავამ დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასტან აქცია რამდენიმე მხარდამჭერთან ერთად გამართა.

გაბედავამ ხელისუფლებას 2012 წლის დანაპირები შეახსენა, რომლის მიხედვითაც როლანდ ახალაიას სამფლობელოდ წოდებული საოლქო პროკურატურის გალავანი მორღვეულიყო და ახალაიას პროკურორებს დაეტოვებინათ უწყება. მიუხედავად დაპირებებისა, ყოფილი საოლქო პროკურორის კადრები დღესაც იგივე თანამდებობებზე რჩებიან.

გიორგი გაბედავამ მოუწოდა სახელისუფლებო კანდიდატს ირაკლი ჩიქოვანს ამ ტემით დაინტერესდეს და შეასრულოს ხელისუფლებამ 2012 წლის დანაპირები, აღასრულოს სამართლიანობა.

Related posts

“გზა ერთობისკენ რუხი- 2018” – სპორტული მანქანების გამოფენა ზუგდიდის ცენტრში

ჩხოროწყუს მერიაში ქალთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ

სამეგრელოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი