რეგიონი

ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლაში მუშები ისევ გაიფიცნენ

მუშები, რომლებიც ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებენ კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ ხელფასი 15 სექტემბერს უნდა დარიცხვოდათ, თუმცა თანხა ამ დრომდე არ მიუღიათ. მუშები ამბობენ, რომ თუ კომპანიისგან შესაბამისი რეაგირება არ იქნება, მათ ობიექტზე წარმომადგენლებს ობიექტზე შესვლის უფლებას არ მისცემენ.

მესამე დღეა რაც ჩვენი ჯგუფი გაფიცულია. ჩვენს გარდა ჩინელების ჯგუფიც მუშაობს, რომლებსაც ხელფასი ჩვეულებრივ დაერიცხათ, ჩვენ კი არა. უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ხელფასი არ დარიცხეს დროულად. ისიც ჟურნალისტების ჩარევის შემდეგ ჩაგვირიცხეს. ახლა ისევ ანალოგოური პრობლემა გვაქვს. დამქირავებელი ჩინური კომპანიაა, რომელმაც ჩინელების ჯგუფს დაურიცხა ხელფასი და ჩვენ არა. ახლა შესვენებაზე არიან გასულები, ველოდებით, რომ არ შევუშვათ ობიექტზე, – აცხადებენ მუშები.

ადგილზე საპროექტო ზედამხედველობის კომპანიის რომკატელის წარმომადგენელმა ზვიად ჭანტურია იმყოფება. როგორც ჟურნალისტებს უთხრა, რომ კომპანიის წარმომადგენელთან კომუნიკაცია ჰქონდა კომპანიის წარმომადგენლებთან და ისინი ხელფასის არ დარიცხვის მიზეზად ხარჯთაღრიცხვის დაგვიანებას ასახელებენ.
სარემონტო სამუშაოები მილენიუმის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს და მას ადგილზე ჩინური კომპანია ვეენდჯეე ახორციელებს.

Related posts

ზუგდიდის მშენებარე ტაძარში საღმრთო ლიტურგიას საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო

“შეცვალე სამეგრელოდან” – ჩხოროწყუში “შეცვალეს” წევრები აქციას მართავენ

რედაქტორი

ქალაქ ფოთის პორტში თურქული გემი „TCG BAYRAKTAR (L-402)“ შევიდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი