რეგიონი

ზუგდიდის მერიამ საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვა

დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის შესასვლელთან „ვლაქერნობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, „CHEK IN GEORGIA“ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით თბილისის „ბიგ ბენდისა “ და „ქართული ხმების“ ერთობლივი კონცერტო გამართა.

ღონისძიებაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ საპატიო ზუგდიდელები დააჯილდოვა.

საპატიო ზუგდიდელებად, სპეციალურად შექმნილმა კომისიამ, რომლის შემადგენლობაში როგორც მერიისა და საკრებულოს, ასევე არასამთავრობოს სექტორის წარმომადგენლ;ები იყვნენ, 4 სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ზუგდიდელები გამოავლინა.

” ჩემთვის დიდი პატივია საპატიო ზუგდიდელის დაჯილდოება. ადამიანებმა, რომლებმაც საპატიო ზუგდიდელის წოდება მიიღეს, ქალაქის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით. ზუგდიდს არაერთი ღირსეული ადამიანი ჰყავს და ეს ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება”-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

საპატიო ზუგდიდელის წოდება მიენიჭა სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ზუგდიდის რაიონული სამსახურის ხელმძღვანელს მარინე წულეისკირს, ქორეოგრაფის რაინდად წოდებულს, დამსახურებულ პიროვნებას რეზო ჩხეიძეს, სსიპ ზუგდიდის N10 საკარო სკოლის დირექტორს ზურაბ კუპრეიშვილს და სამგზის მსოფლიო ჩემპიონს კიკბოქსში დავით ქირიას.

მათ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისგან სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

Related posts

ძლიერმა წვიმამ და უხვმა ნალექმა ფოთში პრობლემები შექმნა

რედაქტორი

წალენჯიხის ადმინისტრაციულ ერთეულებში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ხელახლა შეფასება-შეჯამება მიმდინარეობს

რედაქტორი

მარტვილის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგია აღევლინა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი