რეგიონი

ზუგდიდის მერიაში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს უმასპინძლეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ მის მოადგილესთან, კონსტანტინე კაკავასთან ერთად დღეს, ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ანდრიუს კალინდრას მერიაში უმასპინძლა.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა ორი ქვეყნის ისტორიულ – კულტურულ და ეკონომიკურ პოტენციალზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო პანდემიით გამოწვეულ გლობალურ პრობლემებს. მხარეები შეხვედრის ბოლოს სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ცნობისთვის, ლიეტუვის რესპუბლიკის, ქალაქ იონავას და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს შორის დამეგობრებას საფუძველი ქალაქ იონავაში საერთო-სახალხო დღესასწაულზე, 2013 წელს ჩაეყარა.

Related posts

პრემიერა ზუგდიდის თეატრის სცენაზე

რედაქტორი

გიორგი შენგელიამ დაზარალებული პირები საავადმყოფოში მოინახულა

ალექსანდრე მოწერელია ჯავახიშვილის და ფალიაშილის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი