ჭითაწყარის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბესიკ ღვინჯილიას საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის ადგილზე, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა იმყოფებოდა.
როგორც ნანავამ აღნიშნა, მუნიციპალიტეტის მერია, ღვინჯილიების ოჯახს პროგრამით გათვალისწინებულ ფინანსურ დახმარებას გაუწევს. ასევე, ბინის ქირის თანხას გადაუხდის.
2019 წლის იანვრიდან კი, მათ შესაძლებლობა ექნებათ, “უსახლკარო და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩაერთონ”.