ექსკლუზივი

ზუგდიდის მერიის კიდევ ერთი მაღაჩინოსანი დაკავებულია

რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ზუგდიდში მერიის კიდევ ერთი მაღალჩინოსანი, მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი, თენგიზ ქობალია დააკავებულია. STV- ამის შესახებ ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.

თენგიზ ქობალიას მეუღლემ, იდა ქვარაიამ არაფერი იცის მეუღლის დაკავების შესახებ. როგორც STV-ს სატელეფონო საუბრისას მან განუცხადა, ამის შესახებ მისთვის ცნობილი არ არის.

თენგიზ ქობალიას დაკავება

“ვერაფერს გეტყვით. ვიცი, რომ მერიაში საფინანსო პოლიციაა სავარაუდოდ შესული და დაკითხვა მიმდინარეობს. დაკავების შესახებ არაფერი გამიგია და თუ ასეა, ალბათ გვეტყვიან. სხვას ვერაფერს გეტყვით”-განაცხადა STV-თან იდა ქვარაიამ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით STV ზუგდიდის მერი  მოვალეობის შემსრულებელთან, მაიზერ ნანავასთან დაკავშირება სცადა, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ტელეფონი გამორთული აქვს ასევე მერის მოადგილეს გეგა შენგელიასაც.

“როგორც ჩვენთვის ცნობილია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს გამოძიებას დანარჩენი დეტალები ჩვენთვის ცნობილი არ არის და სხვა დეტალებზე მიმართეთ უსაფრთხოების სამსახურს”-აცხადებს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მაგდალინა თოდუა.

ზუგდიდის მერიის ეკონომიკური მართვისა და მუნიციპალური სერვისების სამსახურის დაკავებული უფროსის თენგო ქობალიას ადვოკატის იოსებ ჯანაშიას განცხადებით, ის ჯერ საქმის დეტალებს არ იცნობს და მხოლოდ ამბობს იმას რომ დაკავება სასამართლო განჩინების საფუძველზე მოხდა. რაც შეეხება საგამოძიებო მოქმედებებს, ზუგდიდის მერიაში ქობალიას ოთახში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები აწარმოებდნენ, რომლებმაც უფლებადამცველს არ მისცეს საგამოზიებო მოქმედებებში მონაწილეობის საშუალება.

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას განცხადებით მერიის შენობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. უკავშირდება თუ არა ქობალიას დაკავება ლაშა გოგიას საქმეს ამის შესახებ წოწერიას ინფორმაცია არ აქვს.

Related posts

დედა, რომელმაც შვილი დაქირავებულ ბინაში გააჩინა -დაკავებულია

რედაქტორი

ECHOWAVES-ის დასასრული და გაფიცული მუშები – რატომ იყო დაკეტილი აკვაპარკი 2 დღე?

რედაქტორი

ექსკლუზივი: ცრუ ბრალდება თუ მწარე სიმართლე? – მორიგი ინციდენტი ზუგდიდის მეხუთე საჯარო სკოლაში

რედაქტორი

დატოვე კომენტარი