რეგიონი

ზუგდიდის მერობის კანდიდატის შეხვედრები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს

ზუგდიდის მერობის კანდიდატის შეხვედრები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. გიორგი შენგელია ამჯერად მოქალაქეებს კახათისა და კიროვის ადმინისტრაციულ ერთეულებში შეხვდა. მოსახლეობამ კითხვები თხილის დარგში შექმნილ პრობლემებზე დასვა, მათ მერობის კანდიდატმა თხილის გადარჩენის პროგრამა გააცნო.

“პრობლემის მოსაგვარებლად სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ. შექმნილია ფერმერთა ჯგუფები, რომელთაც გადაეცათ შესაწამლი აპარატები, ჰყავთ უფასო აგრონომები, გარდა ამისა სურსათის ეროვნული სააგენტო კვლავ აგრძელებს შეწამვლის პროცესს. ამ კომპლექტური მიდგომებით და მოსახლეობის ჩართულობით ჩვენ შევძლებთ თხილის პრობლემების მოგვარებას”-აღნიშნა მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ.

Related posts

თხილის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სენაკის მერიაში შეხვედრა გაიმართა

რედაქტორი

ზუგდიდში საჯარო მოხელეებს ტრენინგ-სემინარი ჩაუტარდათ

რედაქტორი

ზუგდიდში COVID 19-ზე გამოკვლეულ 29 პაციენტზე პასუხი – უარყოფითია

რედაქტორი

დატოვე კომენტარი