ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობას ბესიკ არახამია დაიკავებს. ამის შესახებ STV NEWS-ს საკუთარმა წყარომ ექსკლუზიურად აცნობა. ის აღნიშნულ თანამდებობაზე მადონა მაქაცარიას ჩაანაცვლებს.
ცნობისთვის, ბესიკ არახამია ზუგდიდის მერიის კულტურის განყოფილების უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2019 წლის დასაწყისში მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ერთად ერთი მიზეზი თანამდებობის დატოვებისა საჯარო სამსახურიდან კერძო სექტორში გადასვლა იყო.
როგორც STV NEWS-ის წყარო იტყობინება, ბესიკ არახამია მოვალეობის შესრულებას ორშაბათიდან შეუდგება. ოფიციალურად ამის შესახებ კომენტარს ზუგდიდის მერიაში ჯერ-ჯერობით არ აკეთებენ.