რეკლამა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის თანამშრომელი ,,act&react” პროექტის ფარგლებში ესპანეთში იმყოფებოდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის, ახალგაზრდული პროექტების მართვისა და სტრატეგიული განვითარების განყოფილების პროექტების მართვის მთავარი სპეციალისტი, თეკლე ჯღარკავა ,,act&react” პროექტის ფარგლებში ესპანეთში იმყოფებოდა.

პროექტში, მონაწილეობდა 40 ახალგაზრდა 4 სხვადასხვა ქვეყნიდან (საქართველო, ესპანეთი, პოლონეთი, ჩეხეთი). მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ ინფორმაცია ფორუმ-თეატრის, როგორც ახალგაზრდებთან მუშაობის ერთ-ერთი ტექნიკის შესახებ. 🖇 გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები ესწრებოდნენ სემინარებს თემებზე: სტერეოტიპები და ცრურწმენები, სოციალური ჩართულობა, თანასწორობა, ტოლერანტობა და სოლიდარობა.

აღნიშნული ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა:

🔹️ქსენოფობიისა და რასიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლება და კრიტიკული აზროვნების განვითარება;

🔹️თანასწორობისა და კულტურული მრავალფეროვნების ხელშეწყობა; სოლიდარობა და შემწყნარებლობა სხვა კულტურებთან;

🔹️ახალგაზრდებში სხვადასხვა უნარისა და კომპეტენციების, განვითარება, როგორიცაა: კრეატიულობა, ინიციატივა, კომუნიკაცია, სოციალური უნარები;

Related posts

მალე საბავშვო ბაღ ,,ოცნება“-ში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება

რედაქტორი

ჩხოროწყუს მერმა სასწავლო პროცესის განახლება ხაბუმეს სკოლის მოსწავლეებს მიულოცა

რედაქტორი

თეიმურაზ გორჯესტანი – ქალბატონი პრეზიდენტი, ჩვენთვის დარჩება უბრალოდ დედა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი