რეგიონი

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მულახში მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მულახში მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო სხდომა დისტანციურად გაიმართა. პროცესზე პროკურორმა დავით ხვიტიამ ბრალდებულისთვის აღკვეთის უმაღლესი ზომა მოითხოვა, რასაც ბრალდებული ბესიკ ნავერიანიც დაეთანხმა.

პროკურორის განმარტებით, არსებობს მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, რადგან, როგორც ხვიტიამ აღნიშნა, მიმალვაში მყოფი ნავერიანი პოლიციაში მხოლოდ იმიტომ გამოცხადდა, რომ გარდაცვლილის ახლობლების მხრიდან მისი ლიკვიდაციის საფრთხეს გრძნობდა.

ცნობისთვის, ბესიკ ნავერიანი პოლიციას მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის სასაზღვრო პუნქტზე ჩადენილი მკვლელობიდან მესამე დღეს ჩაბარდა. მას ბრალად თანამშრომლის მკვლელობა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ედება.

Related posts

სენაკში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს

რედაქტორი

ანაკლიაში პოლიკარპე ხუბულავას სახელობის მეგრული ფოლკლორის საერთაშორისო ფესტიავლი გაიმართება

რედაქტორი

სენაკიდან ჰუმანიტარული დახმარების პირველი ტვირთი გაიგზავნა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი