შემთხვევა

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა

დღეს დილით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რეფერალურ ჰოსპიტალში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ STV-ს საკუთარმა წყარომ აცნობა.  ოჯახის განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში სუნთქვის უკმარისობის ჩივილების გამო მიიყვანეს, რის შემდეგაც ის მალევე გარდაიცვალა.

რეფერალურ საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, სულხან ორჟონიოას განცხადებით, პაციენტს გრიპის ვირუსის სიმპტპმები არ აღენიშნებოდა. მისი თქმით, სოფელ ცაიშიდან შემოყვანილი მამაკაცი გულის უკმარისობით გარდაიცვალა, რომელიც მანამდეც მკურნალობდა “ევექსის” ჰოსპიტალში.

Related posts

ავტოსაგზაო შემთხვევას ხობში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას ხობში ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რედაქტორი

ოკუპირებულ გალში დაჭრილი მამაკაცი ზუგდიდის საავადმყოფოში გადმოიყვანეს

დატოვე კომენტარი