ახალი ამბები

ზუგდიდის საკრებულომ ახლად არჩეული მერის გიორგი შენგელიას უფლებამოსილება სცნო

“ძალად არჩეული მერი”, “მირანდა, საოლქო ბიძინას ბუტკა გგონია”, “გია დანელია, შენ ხარ ზუგდიდის სირცხვილი”, “გეგა, შენს ვალს ზუგდიდი არ გადაიხდის”, – ამ ტრანსფარანტების ფონზე ცნეს საკრებულოში ზუგდიდის ახლად არჩეული მერის გიორგი შენგელიას უფლებამოსილება. მდუმარე აქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა გამართეს.

 

შენგელია მერის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად დღეიდან შეუდგება. N67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები 30 მაისს შეაჯამა. გიორგი შენგელიამ 30 487 ხმა მიიღო.

 

ზუგდიდში ყველა საარჩევნო უბნის დათვლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი შენგელიამ 54.18 პროცენტით გაიმარჯვა. ამავე ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციური გაერთიანების ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსს ხმათა 42.48% აქვს.

Related posts

მეუფე პეტრეს განცხადებით, “პიდარასტიაში”, რომლითაც პატრიარქი დაახასიათა, “ჭაბუკის გამხრწნელი” იგულისხმა

რედაქტორი

“შე ავანტიურისტო!” – ემიგრანტები საქართველოს ძებნილ ექსპრეზიდენტს

რედაქტორი

ევროკავშირის პროექტის „სომხურ-ქართული პლატფორმა პოლიტიკის განვითარებისთვის“ შედეგების ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი