ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საკრებულოს წევრებმა რამდენიმე მრავალშვილიანი ოჯახი მოინახულეს და დღევანდელი დღე მიულოცეს
საკრებულო ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ოთარ ქადარიამ, ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარის მოადგილემ კონსტანტინე კაკავამ და ახალსოფლის მაჟორიტარმა რამაზ ჯაბუამ, სადაზღვეო კომპანია Prime-ის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ კორცხელსა და ჯუმში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1950 წლიდან ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება.