რეგიონი

ზუგდიდის სამი სოფლის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 3 გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1000 000 ლარია.

ტენდერი გამოცხადდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭკადუაშის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლის ცენტრამდე გზის სარეაბილიტაციო (მეორე ეტაპი) სამუშაოების შესყიდვაზე.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 300 000 ლარია.

ტენდერი გამოცხადდა ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულში, ოქტომბრის ცენტრიდან ყოფილი პროფტექნიკური სასწავლებლის ახალკახათის გავლით, ზუგდიდი-ანაკლიის საავტომობილო გზამდე, საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო მესამე ეტაპის სამუშაოებზე.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 400 000 ლარია.

ტენდერი გამოცხადდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ოდიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ცენტრიდან №1 სასაფლაომდე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 300 000 ლარია.

Related posts

საკრებულოსა და აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობას შორის მემორანდუმი გაფორმდა

სალომე ზურაბიშვილი სოფელ ოდიშში მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა [ვიდეო]

გალიდან ანაკლიის საკარანტინო ზონაში 7 პირი გადმოიყვანეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი