STV
რეგიონი

ზუგდიდის სასწრაფო დახმარების სამსახურს ახალი შენობა და ავტომობილები გადაეცა

  • ზუგდიდის სასწრაფო დახმარების სამსახურს ახალი ადმინისტრაციული შენობა და ევროსტანდარტების შესაბამისი ავტომობილები გადაეცა. დღეიდან, ზუგდიდის გადაუდებელი დახმარების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში, განახლებული ავტოპარკით გააგრძელებს.

ადმინისტრაციული შენობა დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან მალხაზ თორიასთან, მოადგილეებთან დავით ვერავასთან, ლუდუკ ხასიასთან, ზუგდიდის მერთან გიორგი შენგელიასთან და ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად გახსნა.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი.

რაც შეეხება განახლებულ ავტოპარს, ზუგდიდის გადაუდებელი დახმარების სამსახურს, ჯამში – 5 ახალი, სრულად აღჭურვილი ავტომობილი გადაეცა. მათგან 4 სასწრაფო დახმარების მანქანაა, ხოლო ერთი – რენიამობილი, რომელიც კრიტიკულ პაციენტთა სამედიცინო დაწესებულებათა შორის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება.

,,ზუგდიდი უკვე მეექვსე მუნიციპალიტეტია ჩვენს რეგიონში სადაც ახალი სასწრაფოს შენობები ავაშენეთ უახლოეს პერიოდში კი დამატებით კიდევ 3 ცენტრი გაიხსნება. პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან სამედიცინო პერსონალს არასათანადო პირობებში უწევდა მუშაობა. სასწრაფო დახმარების ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს. მნიშვნელოვანია, რომ დღეს ასევე სასწრაფო დახმარების ზუგდიდის განყოფილების ავტოპარკი განახლდა და 5 ახალი ატოსაშუალება გადაეცა“ – განაცხადა მალხაზ თორიამ.

რეგიონებში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 25 ახალი ადმინისტრაციული შენობა უკვე გაიხსნა და ამჟამად კიდევ 28 ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.

მიმდინარე წლის 21 ივლისს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი კიდევ ერთხელ განახლდა. ცენტრს 60 ახალი ავტომობილი გადაეცა, რომლებიც თბილისსა და რეგიონებში საჭიროებისამებრ ნაწილდება

Related posts

არჩილ თალაკვაძე: “ნაცებმა” იციან, რომ მარცხდებიან, ამიტომ მათი მიზანი არეულობა და დესტაბილიზაციაა

რედაქტორი

სოფელ რუხში, ადმინისტრაციულ საზღვარის მიმდებარედ “ხაჭაპურის ფესტივალი” ჩატარდება

რედაქტორი

საკრებულოსა და აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობას შორის მემორანდუმი გაფორმდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი