რეგიონი

ზუგდიდის ტექნოპარკში ხუთდღიანი ტრენინგი ჩატარდება

25-29 იანვარს 10:30- 17:00 საათზე ზუგდიდის ტექნოპარკში ჩატარდება ტრენინგი, რომლის ორგანიზატორებიც არიან შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან, სააგენტო “აწარმოე საქართველოსთან”, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან პარტნიორობით ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტს “დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი” (SIYB) .

პროექტი  მიზნად ისახავს საქართველოს ყველა რეგიონში მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის ტრენინგების ჩატარებას აღნიშნული სეგმენტის სტიმულირების და განვითარების მიზნით.

?ტრენინგი მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიც არის:

– ბიზნეს იდეის შემუშავება

– ბიზნეს გეგმა

– მარკეტინგული გეგმა

– მენეჯმენტის გეგმა

– ფინანსური დაგეგმვა

– საწყისი კაპიტალის მოძიება

ტრენინგზე მონაწილეობის მიღება შეუძლია 18 დან 40 წლამდე ასაკის ადამიანს, რომელსაც აქვს ბიზნეს იდეა და ბიზნესის დაწყების მოტივაცია.

Related posts

„ჯი თი გრუპი“ 2019 წლის ივნისის ბოლოსთვის ზუგდიდში ახალ ავტობუსებს ჩამოიყვანს

ახალმა გუბერნატორმა საკადრო ცვლილებები დააანონსა

დადიანების სასახლეში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირები პოლიციის განყოფილებაში მივიდნენ

დატოვე კომენტარი