რეგიონი

ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე საგზაო ინფრასტრუქტურა განახლდა

  • ზუგდიდში 55 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. წლის ბოლომდე 70-ზე მეტი ქუჩა რეაბილიტირდება. ზუგდიდში სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე სისტემები, გაკეთდება მიერთებები, მოეწყობა ეზოში შესასვლელები, ბორდიურები და ტროტუარები.

ქალაქ ზუგდიდში უკვე დასრულდა ლ. ბერიას და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების რეაბილიტაცია. განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია როგორც მოქალაქეების კომფორტული გადაადგილებისთვის, ისე ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

Related posts

სოფელ პირველ მაისში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირს ბრალი წარუდგინეს

რედაქტორი

ზუგდიდის სკეიტ პარკში ეთნოსივრცე ოფიციალურად გაიხსნა

რედაქტორი

ზუგდიდის ტექნოპარკში ხუთდღიანი ტრენინგი ჩატარდება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი