რეგიონი

ზუგდიდის #2 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი ხვალ, 20 ოქტომბერს განახლდება

  • ზუგდიდის #2 საბავშვო ბაღში, რომელშიც სააღმზრდელო პროცესი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევის გამო შეწყდა, სწავლა ხვალ, 20 ოქტომბერს განახლდება.

თანამშრომლებს, რომელთაც კონტაქტი ჰქონდათ დადასტურებულ შემთხვევასთან, PCR ტესტი ჩაუტარდათ COVID19-ის და ყველა პასუხი უარყოფითია. რაც შეეხება აღმზრდელის თანაშემწეს, რომელსაც კოვიდ-19 დაუდასტურდა-გამოჯანმრთელდა და რჩება თვითიზოლაციაში.

“საბავშვო ბაღში დაცული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები. საბავშვო ბაღს ჩაუტარდა დეზინფექცია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, აღსაზრდელებისა და აღმზრდელების უსაფრთხოება”-ამბობენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში.

Related posts

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა

რედაქტორი

წალენჯიხაში, საბავშვო ბაღებში პროდუქტის გაცემის პროცესი დაიწყო

რედაქტორი

ზუგდიდში „ლენდო“ ბანკის დაყაჩაღებისთვის დაკავებული მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მოქმედი თანამშრომელია

რედაქტორი

დატოვე კომენტარი