რეგიონი

ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალუნი გზის რეაბილიტაცია ხორციელდება

ზუგდიდი-ანაკლიის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად სამუშაოები სოფელ ინგირის მონაკვეთზე მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი დამუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია გაეცნენ. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, მიუხედავად პანდემიისა ზუგდიდში ინფრასტრუქტურული სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს:

„ზუგდიდში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. ჩვენ გავეცანით ზუგდიდი-ანაკლიის დამაკავშირებელი გზის სრული რეაბილიტაციის პროცესს, პირველ რიგში ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, ეს არის ის მონაკვეთი, რომელიც დარჩენილი იყო და ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ ყველა შეძლებს ამ გზით კომფორტულად ისარგებლოს, გადაადგილდეს ანაკლიამდე, განმუხურამდე და იმ საკურორტო ზონამდე, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს. ხაზგასასმელია, რომ მიუხედავად პანდემიის ზეგავლენისა, ჩვენ ზუგდიდში აქტიურად ვაგრძელებთ სამუშაოებს, როგორც კონტრაქტორი კომპანიები, ასევე მუნიციპალიტეტი და სახელმწიფო მობილიზებულია, რათა ის სამუშაოები, რაც მიმდინარეობს და დაგეგმილი გვაქვს მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად იქნეს დასრულებული, რათა ყველა ჩვენს მიერ გაცემული დანაპირები იყოს შესრულებული“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

გზის არსებული მონაკვეთის რეაბილიტაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

„პროექტი გზის რეაბილიტაციასთან ერთად ითვალისწინებს, როგორც სავალი ნაწილის, ასევე სანიაღვრე არხებისა და ეზოებში შესასვლელი მიერთებების მოწყობას. ამ პროექტის გარდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, მათ შორის 17 ქუჩაზე მიმდინარეობს მეორე საფარის დაგების სამუშაოები, ასევე ხორციელდება კოსტავას ქუჩის სრული რეაბილიტაცია“ – აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ახალი გზა დაიგო 110-ზე მეტ ქუჩაზე.

Related posts

წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

რედაქტორი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხუთ ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

რედაქტორი

ტრაპეზი და ხელმოწერები ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ზუგდიდში [ფოტო]

დატოვე კომენტარი