სპორტი

ზუგდიდი ძიუდოს საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს

ზუგდიდში, საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის „მერიის თასი-2019“ ტარდება, სადაც 2005-07 და 2008-09 წლამდე ასაკის ძიუდოისტები საქართველოს ყველა ქალაქიდან, მეზობელი ქვეყნიდან, აზერბაიჯანის ნაკრები გუნდები ღებულობენ მონაწილეობას.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, სპორტულ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმარს მსოფლიო ჩემპიონს ძიუდოში, ლუხუმ ჩხვიმიანს მადლობის სიგელი და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

სპორტულ ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მოადგილეებთან გიგა ფარულავასთან და კონსტანტინე კაკავასთან ერთად ესწრებოდა.

შეჯიბრების მიზანია ძიუდოისტთა ოსტატობის ამაღლება, პერსპექტიული და ნიჭიერი ძიუდოისტების გამოვლენა და სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში.

შეჯიბრი ტარდება სამეგრელო-ზემო სვანეთის ძიუდო-სამბოს ფედერაციისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის ორგანიზებით.

გამარჯვებული სპორტსმენები თასებით, მედლებითა და დიპლომებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავამ დააჯილდოვა.

Related posts

ზუგდიდში, კიკბოქსინგში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა

ფოთში პლაჟის ფეხბურთში ღია პირველობა გაიმართა

რედაქტორი

ანაკლიაში, გარდამავალ თასზე, კარატეს გუნდური ჩემპიონატი გაიმართა

dima

დატოვე კომენტარი