სპორტი

ზუგდიდი U15 და U17 წლამდე ძალოსანთა შორის საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს

ზუგდიდი მესამე დღეა U15 და U17 წლამდე ძალოსანთა შორის საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს.

ჩემპიონატი საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციისა და ზუგდიდის სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის ორგანიზებით იმართება და მასში 16 ქალაქის 200-მდე ძალოსანი, მათ შორის 23 ზუგდიდელი იღებს მონაწილეობას.

სპორტკომპლექსში დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი იდა ქვარაია და საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიშვილი იმყოფებოდნენ და სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამარჯვებული ძალოსნები დააჯილდოვეს.

მამუკა წოწერიამ სპორტსმენებს წარმატებები უსურვა და შეჯიბრების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.

გამარჯვებულ-პრიზიორები გუნდურ ჩათვლაშიც გამოვლინდებიან.

Related posts

ფოთში, რაგბის სტადიონ პარკი “არენაზე” 18 წლამდელ აღმოსავლეთის და დასავლეთის მორაგბეთა მატჩი გაიმართა

რედაქტორი

საფეხბურთო გუნდმა „ზუგდიდმა“ „ცხინვალთან“ 3:1 წააგო

რედაქტორი

ზუგდიდი ძიუდოს საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი