სკოლები სასწავლო პროცესს საკლასო ოთახებში პირველ თებერვალს განაახლებენ. შეზღუდვის შემსუბუქება შეეხება ზუგდიდს, ფოთს, ბათუმს გორს და თელავს. განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.
ამავე რიცხვიდან აღდგება ჩამოთვლილ ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტი, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა.
თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში პირველი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა კი დაგეგმილია პირველი მარტიდან.
პირველი მარტიდან გაიხსნება საბავშვო ბაღები.
სკოლა დიდ ქალაქებში ამ დრომდე დისტანციურ რეჟიმში გრძელდება. მათ შორის ზუგდიდში.