რეგიონი

ზუგდიდში, ბაზრის მოვაჭრეებმა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გამართეს

ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეებმა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გამართეს. მოვაჭრეებმა მერიის მიერ მშენებლობაზე გაცემული ნებართვა გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც ბაზრის ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის აშენება იგეგმება.

„ხელისუფლებას ვთხოვთ, სასწრაფოდ შეაჩერონ ეს მშენებლობა. პირდაპირ ეხებიან ჩვენს საქმიანობას და შემოსავალს. ეს მაღაზიები რომ აშენდება, მერე რა ვქნათ. აქციებს არ შევწყვეტთ, სანამ ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებენ“, – ამბობენ მოვაჭრეები.

მოვაჭრეების პროტესტს ზუგდიდის მერიაში უპასუხეს. როგორც მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, მშენებლობაზე ნებართვა კანონის ყველა ნორმის დაცვით მოხდა და მოვაჭრეების ბრალდებები უსაფუძვლოა.

„მშენებლობა ყველანაირი კანონის დაცვით მიმდინარეობს და არანაირ გადაცდომა არ ააქვს ადგილი. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ღობის დემონტაჟს ეხება, არ არის სწორი, რადგან მისი დანგრევა ან აღება არ იგეგმებოდა“, – აცხადებს ზუგდიდის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა ჯაიანი.

Related posts

ზუგდიდში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა – დაკავებულია ერთი პირი

ხვალ ზუგდიდში დასაქმების მსურველებს სამუშაო ადგილებს შესთავაზებენ

რედაქტორი

ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალური პარკში მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი