რეგიონი

ზუგდიდში ბიუსტის თვალზე წითელი სახვევის გაკეთებას აპროტესტებენ

ზუგდიდში განთავსებულ ყველა ბიუსტის თვალზე წითელი სახვევის გაკეთებას ადგილობრივების პროტესტი მოყვა. როგორც ისინი აცხადებენ, ეს ქმედება სარწმუნოებას, ისტორიასა და ღირებულებებს შეურაცხყოფს.

ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტებმა ზუგდიდში განთავსებულ ყველა ბიუსტს თვალზე წითელი სახვევი გაუკეთეს. აქტივისტები კომენტარზე უარს აცხადებენ, თუმცა, პირად საუბრებში ამბობენ, რომ „ეს საზოგადო მოღვაწეები ცოცხლები რომ იყვნენ, სამოქალაქო პროტესტს გაიზიარებდნენ.

ისინი მოვლენების მონაწილეები, გულშემატკივრები და ლიდერები იქნებოდნენ“. თვალზე წითელი სახვევი თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთგვარი სიმბოლოა იმ ადამიანების სოლიდარობის ნიშნად, რომლებმაც 20 ივნისის ღამეს თვალი დაკარგეს.

Related posts

დღეს ხობში ცოტნეობა აღნიშნეს [ვიდეო]

ძალადობაში ბრალდებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

რედაქტორი

გიორგი შენგელიამ ნარაზენი -შამადელას გზაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

დატოვე კომენტარი