STV
რეგიონი

ზუგდიდში გამოვლენილი კორონავირუსის 48 ახალი შემთხვევიდან 33 ზუგდიდის ბაზარს უკავშირდება

  • ზუგდიდის შემთხვევებიდან 33 შემთხვევა უკავშირდება ბაზარში გამოვლენილ ინფიცირებულს და ისინი ცენტრალურ ბაზარში მუშაობდნენ. ეს ადამიანები ამ წუთას იმყოფებიან თვითიზოლაციაში, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მდგომარეობიდან გამომდინარე ჯანდაცვის წარმოამდგენლები მიიღებენ გადაწყვეტილებას და ვისი გადაყვანაც საჭირო იქნება გადაიყვანენ კლინიკაში, უსიმპტომო პაციენტებს ვისაც სახლში შესაბამისი პირობები არ აქვთ გადაიყვანენ კოვიდ სასტუმროში, ვისაც სახლში იზოლაციის დაცვა შეუძლია მათი მკურნალობა ბინაზე მოხდება.

ცნობისთვის, რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 279 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა. მათგან 65 -ზე დადებითი პასუხია. აქედან 48 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან 44 უკვე დადასტურებული შემთხევვის კონტაქტები არიან, ხოლო 4 კი ახალი შემთხვევაა და ისინი რუხის და ევექსის კლინიკებში ცხელებით შესული პაციენტები არიან.

Related posts

ხანძარი იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწულუკუში

რედაქტორი

იგეგმება თუ არა ზუგდიდის მერიაში საკადრო ცვლილებები? -საკრებულო მერიის თანამდებობის პირთა ანგარიშებს ჩაიბარებს

რედაქტორი

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სოფლის მეორნეობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი