ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლებმა წუხელ, გვიან ღამით ათონის მთაზე მოღვაწე ბერი გიგა ქავთარაძე დაკავეს. გამოძიება მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ქონას ედავება.
შსს ინფორმაციით აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია კიდევ ერთი პირი გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დაკავებულის უფლებადამცველის ინფორმაციით, ბერი დანაშაულს აღიარებს.