რეგიონი

ზუგდიდში დევნილთა დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღი შენდება

  • ზუგდიდში დევნილთა დასახლებაში 100 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საბავშვო ბაღი შენდება.

მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ვინსენტ დონტო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გაეცნენ.

გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, 2020-2021 წლებში საქართველოს მასშტაბით 7 ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება აშენდება, ხოლო დამატებით, ერთ საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC), საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს.

ასევე, მუნიციპალური განვითარების ფონდი ანაკლიასა და ჯუმში საბავშვო ბაღებს აშენებს. ტენდერი გამოცხადდა სოფელ ჭითაწყარისა და რუხისთვის 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების, სოფელ შამგონაში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღისა და სოფელ დარჩელში 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე.

ამ დროისთვის რეაბილიტაცია უტარდება 18 საბავშვო ბაღს. ცნობისთვის, 2013 წლიდან ზუგდიდში 29 საბავშვო ბაღს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. აშენდა ქალაქის #2 და ახალკახათის საბავშვო ბაღები.

Related posts

ჩხოროწყუდან 5 ახალგაზრდა მოლდოვაში გაემგზავრება

ზუგდიდში სპორტული კომპლექსი აშენდება

რედაქტორი

სოფელ დარჩელის ამბულატორიაში უფასო სამედიცინო კონსულტაციები და გამოკვლევები ჩატარდება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი