ზუგდიდში, თავისუფლების ქუჩაზე საცხოვრებელი კერძო სახლი იწვის. ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური მთელი შემადგენლობით. ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები და საპატრულო პოლიცია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. სამაშველო სამსახურები ხანძრის ლოკალიზებას ამ წუთებშიც ცდილობენ. მათი განცხადებით ხანძარი ნალიას გაუჩნდა.