ზუგდიდში, ფაიფურის დასახლებაში არსებული თხილის ქარხანა ,,ტურალ ჯგუფი” დააყაჩაღეს. როგორც “ტურალ ჯგუფის” ერთერთი მფლობელი მაია მიქავა აცხადებს, რვა საათისთვის ქარხანაში სამი შეიარაღებული პირი შემოიჭრა. მათ თანამშრომლები გაკოჭეს, ერთ-ერთს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი და 50 000 ლარი წაიღეს.
რაც შეეხება საავადმყოფოში გადმოყავნილ მამაკას, მას დაზიანება თავის არეში ბასრი საგნით აქვს მიყენებული და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს ინფორმაციით მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 179 მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.