ზუგდიდში კომბინატის უბანში, წუხელ გვიან ღამით კვების ობიექტი გაქურდეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ინციდენტი დილის 5 საათზე მოხდა. წაღებულია ტექნიკა და გარკვეული რაოდენობი თანხა.
შსს-მ ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავა. ის არასრულწლოვანია და ამოღებულია ნაქურდალი ნივთები.