რეგიონი

ზუგდიდში, მეოთხე საჯარო სკოლა ხვალიდან დისტანციურ სწვლებაზე გადადის

ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლა ხვალიდან დისტანციურ სწავლებაზე გადავა. ამის შესახებ ინფორმაცია STV NEWS- ს სკოლის დირექტორმა, ნატია ფიფიამ რამდენიმე წუთის წინ მიაწოდა.

სკოლის დირექტორის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი, კორონავირუსის დადასტურემის რამდენიმე შემთხვევა გახდა. აღნიშნული სკოლის 6 მოსწავლეს კორონავირუსი პარასკევს დაუდასტურდა.

“სამინისტროდან მივიღეთ რეკომენდაცია, რომ ხვალიდან სკოლა ისევ დისტანციურ სწავლებაზე გადავიდეს. ჩვენი სკოლის 6 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამიტომაც გახდა საჭირო მიგვეღო სამინისტროსთან ერთად დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის გადაწყვეტილება” ამბობს სკოლის დირექტორი.

ამასთან ერთად, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა რუხის საჯარო სკოლის მხოლოდ ერთი, მეათე კლასიც. აქაც მიზეზი იგივეა. მეათეკლასელ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

Related posts

კამპანიას ,,აჩუქე წიგნი” დღეს სენაკის მუნიციპალიტეტი შეუერთდა

რედაქტორი

რეპერ ემინემის გამოწვევაში 16 წლის ზუგდიდელმა ნინი ჩილაჩავამ გაიმარჯვა

რედაქტორი

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის განცხადება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი