STV
რეგიონი

ზუგდიდში მერაბ კოსტავას ქუჩაზე გზა სრულად რეაბილიტირდება

  • ზუგდიდში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. გიორგი შენგელიამ ამჯერად თავისუფლების ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ავარიული გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. არცერთი ხელისუფლების პირობებში ასეთი მასშტაბური სამუშაოები ერთდროულად არ განხორციელებულა. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი გამოაცხადა 17 გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, აქედან მერაბ კოსტავას ქუჩაზე ხორციელდება 2 კილომეტრიანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია, ხოლო დანარჩენზე მეორე ფენის დაგების სამუშაოები“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

🟠 ზუგდიდში 17 ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გზების დეპარტამენტმა ტენდერი გამოაცხადა. აქედან მერაბ კოსტავას ქუჩაზე ხორციელდება 2- კილომეტრიანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია, ხოლო დანარჩენზე ასფალტის მეორე ფენის დაგების სამუშაოები განხორციელდება. 🟠 ამჟამად ზუგდიდში 34 ქუჩის რეაბილიტაცია ხორციელდება წლის ბოლომდე კი მთლიანობაში 60 გზის რეაბილიტაცია განხორციელდება.

Gepostet von STV.GE am Montag, 14. September 2020

ამ ეტაპზე საავტომობილო გზების დეპარტამენტი 34 გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. წლის ბოლომდე ზუგდიდში 60 მდე გზის რეაბილიტაცია განხორციელდება. წყალარინებისა და წყალმომარაგების სამუშაოების დროს დაზიანებული გზების რეაბილიტაცია ერთდროულად ხორციელდება.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ წყალმომარაგების სამუშოების დასრულების შემდეგ, სარგებელს 54 000 ადამიანი მიიღებს. 2013-2020 წლებში ზუგდიდში ჯამში 160 კმ გზა რეაბილიტირდა.

Related posts

14 წლის დაკარგული ზუგდიდელი გოგო თბილისში იპოვეს

რედაქტორი

რა შეფასებებს აკეთებენ არასამთავრობო ორგანიზაციები ზუგდიდში მოხდარ ინციდენტზე?

რედაქტორი

შანავა -იმ ტერიტორიაზე სადაც ახალი სასტუმრო უნდა აშენდეს დადიანების ბაღი არასდროს ყოფილა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი