კრიმინალი

ზუგდიდში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ზუგდიდში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა, ინციდენტში მეორე პირიც მონაწილეობდა, რომელიც ასევე ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მედიკოსების განცხადებით, „თვითდინებით შემოვიდა კიდევ ერთი პაციენტი, მას ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“.

რაც შეეხება საავადმყოფოში მანამდე მოთავსებულ პირს, ექიმები ამბობენ, რომ პაციენტს სამი ჭრილობა აქვს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული, მიუხედავად ჩატარებული ქირურგიული ოპერაციისა მისი მდგომარეობა კრიტიკულია და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება 19-108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. უწყებისვე თქმით, ორივე პირი ერთი ინციდენტის მონაწილეა. ინციდენტი ზუგდიდში დღეს, დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა.

Related posts

სამეგრელოში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

სოფელ ერგეტაში მამაკაცმა ბიძა ეჭვიანობის მოტივით მოკლა

რედაქტორი

ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე აფთიაქი ,,ნეოფარმი” დააყაჩაღეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი