ექსკლუზივი

ზუგდიდში ოქროს ბირჟა დააყაჩაღეს

ზუგდიდში კოსტავას ქუჩაზე მდებარე ოქროს ბირჟა რამდენიმე წუთის წინ დააყაჩაღეს. თვითმხილველების ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი შენობაში შეიარაღებული შევიდა ოქროს ნივთები გაიტაცა.

ბირჟის თანამშრომლების განცხადებით, მძარცველმა სავარაუდოდ 100 ათასი ლარის ღირებულების ოქროს ნივთები წაიღო, მათ შორის ნავაჭრი თანხა, რაც ადგილზე ჰქონდათ.

მძარცველი შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე წუთში გაუჩინარდა და მისი დაკავება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

ზუგდიდში ოქროს ბირჟაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით, რაც ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები.

Related posts

ECHOWAVES-ის დასასრული და გაფიცული მუშები – რატომ იყო დაკეტილი აკვაპარკი 2 დღე?

ექსკლუზივი: „კეთილმოწყობის მართვის ცენტრის“ დირექტორი ნოე პერტაია თანამდებობას ტოვებს

რედაქტორი

ინციდენტი ზუგდიდში – უცნობი პირები “ნიკორას” მაღაზიაში შეიჭრნენ და თანამშრომლები სცემეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი