რეგიონი

ზუგდიდში საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯუმის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და შშმ პირებისთვის ადაპტირებული საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი, მოეწყობა სათამაშო მოედანიც, ასევე, მოხდება არსებული ჭაბურღილის რეაბილიტაცია.

პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 800 000 ლარამდეა. ასევე, აშენდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭითაწყარისა და რუხის სოფლებში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი და სოფელ დარჩელში 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი.

2013 წლიდან ზუგდიდში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა 29 საბავშვო ბაღში. აშენდა ქალაქის #2 და ანაკლიისა და ახალკახათის საბავშვო ბაღები. ამ ეტაპზე ჯუმის ადმინისტრაციულ ერთეულში და ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზე საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს. 18 საბავშვო ბაღში უკვე მოწყობილია სამზარეულოები, საპირფარეშოები, სანკვანძები, სასწავლო და საძინებელი ოთახები და გათბობა.

Related posts

წალენჯიხაში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

რედაქტორი

მიხეილ სააკაშვილის მორიგი სიცრუე – რატომ შეჰყავს პრეზიდენტყოფილს საზოგადოება შეცდომაში?

რედაქტორი

სენაკში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში 59 წლის ქალბატონი გარდაიცვალა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი