რეგიონი

ზუგდიდში საოლქო პროკურატურის ღობის გარღვევა დაიწყო – წართმეული გზა ადგილობრივებს უბრუნდება

ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება და ის უფრო ფართო მასშტაბებს იღებს. ამჯერად ის გზა გაიხსენება, რომელიც ადგილობრივებს “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში გადაუკეტეს.

ათეული წლების შემდეგ, პირველად ზუგდიდში, კედიას ქუჩაზე მოძრაობა შესაძლებელი გახდება ზვიად გამსახურდიას გამზირიდან. სწორედ ამიტომ, სავალი გზის აღდგენის მიზნით უკვე დაიწყო სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან.

სწორედ დღეიდან დაიწყება საოლქო პროკურატურის ღობის გარღვევა და გზა მთლიანად გათავისუფლდება კოსტავას ქუჩის მიმართულებით. ინიციატივა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედ თავმჯდომარეს მამუკა წოწერიას ეკუთვნის.

“ეს არა მხოლოდ ჩემი არამედ ჩვენი გუნდის ინიციატივაა, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი ქალაქის ისტორიული იერსახის დაბრუნებას. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პროკურატურაც დაგვთანხმდა ჩვენს ინიციატივაზე და დათმო ის მიწის ნაკვეთი, რომელის წლების წინ იყო სუბიექტურად მითვისებული. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მისცემს შვენს მოქალაქეებს თავისუფალი გადაადგილების საშუალებას”-აცხადებს STV.GE-თან მამუკა წოწერია.

Related posts

ზუგდიდის მიწისქვეშა გადასასვლელს სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა

რედაქტორი

ზუგდიდში შვედეთის დელეგაცია იმყოფება

რედაქტორი

ზუგდიდში ოთხი ახალი საბავშვო ბაღი შენდება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი