STV
რეგიონი

ზუგდიდში სასმელი წყლით ათზე მეტი ადამიანი მოიწამლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, თეთრი გიორგის ქუჩაზე სასმელი წყლით რამდენიმე ადამიანი მოიწამლა. ადგილობრივების ინფორმაციით, ქუჩაში მიმდინარე სამუშაოებისას კანალიზაციის მილი გასკდა, რის შედეგადაც ფეკალური მასა სასმელი წყლის ჭაში ჩაიღვარა.

მოწამლულთა შორის არის მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც ქუთაისის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. სხვა დაზარალებულები ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ. ექიმების ცნობით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მედიკოსები ადასტურებენ, რომ ინტოქსიკაციის მიზეზი სასმელი წყალია.

“თეთრი გიორგის ქუჩიდან შემოყვანილ იქნა ერთი დაიგივე სიმპტომებით -გულის რევა, ფაღარათი, ცხელება და ზოგადი სისუსტით 8 ადამიანი. მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ და პაციენტთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში რჩება მხოლოდ 6 პაციენტი”,-აცხადებენ ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში.

ადგილზე მობილიზებული არიან პოლიცია და ზუგდიდის მერიის შესაბამისი სამსახურები.

 

Related posts

ზუგდიდში, ბაზრის მოვაჭრეებმა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გამართეს

რედაქტორი

ბიძინა ესებუა: ჩემი ძმა ხვალ ჩამოვა თბილისიდან და ყველა კითხვას გასცემს პასუხს

რედაქტორი

სამეგრელოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმონადგენლობის ხელმძღვანელად რეზო ქობალია დაინიშნა

დატოვე კომენტარი