STV
შემთხვევა

ზუგდიდში საცხოვრებელი სახლი იწვის

  • ამ წუთებში ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი იწვის. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო ჯგუფები, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. ადგილზეა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

არსებობდა ცეცხლის გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის დროული ლოკალიზება მოახერხეს. ამ დროისთვის, ადგილზე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გაჩენის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

Related posts

ავტოსაგზაო შემთხვევა ზედაეწერში – ორი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა

რედაქტორი

სოფელ ლიაში შუახნის მამაკაცმა მეზობელი მოკლა

რედაქტორი

ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე 33 წლის ასაკში გარდაიცვალა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი