დღეს, ახალგაზრდული სათათბიროს განათლების კომიტეტის ორგანიზებით “სკეიტ პარკში” “city game – კოქტეილი 2022” ჩატარდა.

“City game – კოქტეილი” მიზანია ახალგაზრდებში გუნდურობის, თვითგადარჩენის, ლიდერული უნარ-ჩვევების, ჯანსაღი ცხოვრებისა და არაფორმალური განათლების განვითარება და ხელშეწყობა.

ცნობისთვის, ახალგაზრდული სათათბიროს განათლების კომიტეტი ტრადიციულად ყოველ წელიწადს ატარებს აღნიშნულ აქტივობას.